გაკვეთილის მთავარი თემა
|
ნოდარ წულეისკირის პუბლიცისტური წერილი ‘’ადამიანი რომელსაც სიბრალულის გრძნობა არ გააჩნია’’
|
საგანი/პედაგოგი
|
ქართული ენა და ლიტერატურა/ნანი ბოლქვაძე
|
სწავლების საფეხური/კლასი
|
საშუალო საფეხური/მე- 7 კლასი
|
მოსწავლეთა პროფილი
|
10 მოსწავლე/განსაკუთრებული საჭიროებების მოსწავლეები არ არიან
|
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
|
·
გაკვეთილი
ხელს შეუწყობს გააზრებული კითხვის , კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარებას
|
გაკვეთილი მიზანი და მისაღწევი შედეგები
|
ქართ.
VII. 4. მოსწავლეს შეუძლია
საკლასო დისკუსიებში მონაწილეობის მიღება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ჯგუფთან ერთად ამზადებს სადისკუსიო
გამოსვლას: დამოუკიდებლად დაამუშავებს საკითხს, მოიძიებს ინფორმაციას, შეიმუშავებს
თვალსაზრისს, რომელსაც გააცნობს და შეუთანხმებს ჯგუფის წევრებს;
·
გამოდის წყვილის, ჯგუფისა თუ
კლასის მომხსენებლის როლში, ითვალისწინებს და გამოხატავს მათს საერთო აზრს;
ქართ.
VII. 5. მოსწავლეს შეუძლია ზეპირმეტყველების
ძირითადი ენობრივი მახასიათებლების ამოცნობა და გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს და იყენებს ზეპირი
თხრობის დამახასიათებელ ნიშნებს (მაგ., სასვენი ნიშნების ფუნქციით
იყენებს ინტონაციას, მიმართავს ჟესტებისა და მიმიკის ენას და სხვ.);
·
თხრობისას სათანადოდ იყენებს
ირიბი ნათქვამის გამომხატველ ფორმებს; გადაჰყავს პირველ პირში მონათხრობი მესამე
პირში;
ქართ.
VII. 7. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მხატვრული და არამხატვრული ტექსტების
გააზრება-გაანალიზება, მათ მიმართ საკუთარი დამოკიდებულების
გამოხატვა და ახსნა.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ახასიათებს პერსონაჟს მისი
გარეგნული ნიშნების, ქცევისა და მეტყველების მიხედვით;
·
აკვირდება პერსონაჟის/პერსონაჟების
დამოკიდებულებას კონკრეტული გმირის მიმართ;
ქართ.
VII. 9. მოსწავლეს შეუძლია ტექსტის
გაანალიზება სტრუქტურული და ენობრივი მახასიათებლების მიხედვით.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
ამოიცნობს და ახასიათებს სხვადასხვა
ფუნქციურ სტილს (სასაუბროს, მხატვრულს, პუბლიცისტურს, საქმიანს);
ქართ.
VII. 10. მოსწავლეს შეუძლია კითხვის
მიზნის შესაბამისი სტრატეგიების გამოყენება.
შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·
მოიძიებს საჭირო ინფორმაციას
მისთვის საინტერესო თემებზე სხვადასხვა წყაროდან (ენციკლოპედიებიდან, ლექსიკონებიდან,
წიგნებიდან, ინტერნეტიდან).
|
წინარე ცოდნა
|
გაიხსენონ წინა კლასებში შესწავლილი
ადამიანისა და ბუნების ურთიერთობის ამსახველი მხატვრული ნაწარმოებები.,[ვაჟა., რევაზ ინანიშვილი]
,,შვლის ნუკრის ნაამბობი.’’
,,ია’’ „ხმელი წიფელი,’’ „მუხა’’....
|
შეფასების საგანი და პროცედურები
|
მოსწავლეებს ვაფასებ განმსაზღვრელი შეფასების სქემის მიხედვით,
|
გამოყენებული სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
|
საკლასო სახელმძღვანელო, დაფა,
ცარცი, კომპიუტერი. ინტერნეტი, პროექტორი.
|
გაკვეთილის მსვლელობა და მენეჯმენტი
|
მისალმება, კლასის ორგანიზება--2წუთი.
გაკვეთილის A ფაზა - გამოწვევა---10წუთი
ელექტრონული ვერსია
აქტივობა1.[დრო 8წუთი].
გაკვეთილის B ფაზა _ ცოდნის კონსტრუირება---10წუთი
მოსწავლეები გააცნობიერებენ პუბლიცისტიკის არსს, გაარჩევენ სხვა სახის
ნაწარმოებებისაგან, გამოყოფენ ელემენტებს., იმსჯელებენ ცალკეული ელემენტების შესახებ და პუბლიცისტური წერილიდან
მოიშველიებენ ფაქტებს.
კლასის მომზადება ხდება შემდეგი
კითხვების საშუალებით;
1. რა
არის პუბლიცისტიკა/?
2.რა ელემენტები გამოიყოფა
პუბლიცისტურ ტექსტში?
3.რომელ მწვავე პრობლემას
ეხმიანება თქვენ მიერ ნასწავლი პუბლიცისტური წერილი?
რომელი კონკრეტული ფაქტი მოჰყავს ავტორს იმის საილუსტრაციოდ ,რომ
ადამიანები სასტიკად ეპყრობიან ბუნებას?
---რა დაუნდობლობა გამოკრთოდა ბავშვის შავი თვალებიდან ?
-----როგორ გესმით ფრაზა ,,თითქოს ადამიანის ჯიშისა არ იყო , მტაცებლის
სული ედგა.’’
აქტივობა4. ფაზა ცოდნის კონსტრუირება
n როგორ ფიქრობთ, რატომ ახსენებს ავტორი ვაჟა-ფშაველასა
და
ცოტნე დადიანს?
n ბოლოს ავტორი ამბობს; ,,აი სადამდე
შეიძლება მიგვიყვანოს ,ბუნების, კულტურის ძეგლების, საერთოდ წარსულის არაფრად ჩაგდებამ.
გაუაზრებელმა ზერელე ცხოვრებამ“.
n რა დასკვნა გამოაქვს ავტორს ამ ფაქტიდან? თქვენ?
გაიხსენეთ
სხვა დროს ლიტერატურის გაკვეთილებზე ამ პრობლემას [ადამიანისა და ბუნების როცა შევხებივართ რისთვის მიგვიქცევია ყურადღება?
n რა
იცით წითელი წიგნის შესახებ?
n რა
დროიდან იცავენ ადამიანები ბუნებას?
n ვინ
შეავსებს სათქმელს?
n რა
იცით მწვანეების შესახებ? რა ფიქრი გიჩნდებათ?
n რა იცით თქვენ უკანონო ნადირობის შესახებ?
გაკვეთილის C ფაზა _ რეფლექსია 10 წუთი
კიდევ მეტად ჩავუღრმავდეთ პუბლიცისტური წერილის დასასრულს
მინდა გაგაცნოთ რას წერდა თავის
დროზე იაკობ გოგებაშვილი: ,,დაწინაურებულს
განათლებულს ქვეყნებში კარგად აქვთ შეგნებული,
რომ ბუნების ცოდნა და მის ძალთა დამორჩილება შეადგენს ერთ უმთავრეს ბურჯსა ე რისა და კაცობრიობის ძლიერებისას’’.
-ვიცნობთ ჩვენ ბუნებას?
დისკუსია 7 წუთი
როგორ ვექცევით ბუნებას/?ახლა, ამ წუთში ნანობ რამეს თუ არა?
საშინაო დავალება: ბუნება და ადამიანი ., 2წუთი
შეფასება
|
გაკვეთილის გეგმა
Subscribe to:
Posts (Atom)
No comments:
Post a Comment