სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება: დავით  კლდიაშვილის ცხოვრება და  ,,დარისპანის გასაჭირი“

პროექტის აქტუალობა:  
  • მოსწავლეებთან ერთად ვარჩევ პროექტის თემას. მასში მოსწავლეთა ჩართვა ხელს შეუწყობს    მათი     აქტუალობის გაძლიერებას.
  • ისინი აგროვებენ მასალას დავით კლდიაშვილის ცხოვრებიდან. აკვირდებიან რა ადგილი    უჭირავს   მასში სამშობლოს სიყვარულს და მის წარსულს,   აწმყოსა და მომავალს.  
  • ეს ხელს უწყობს მოსწავლეებს ცოდნისა და უნარ--ჩვევების დაუფლებაში. ყურადღებას  ვამახვილებთ პრობლემებსა და ღირებულებებზე.
  • ვაკავშირებთ თანადროულობასთან და ვაკეთებინებ დასკვნას, პროექტმა  რამდენად შეუწყო ხელი მიღებული ცოდნის გამოყენებას.


პროექტის მიზნები: 

  • განვსაზღვრავთ მთავარ მიზანს, რომელსაც  ასახავს ეს პროექტი. ვინ არის დიდი მამულიშვილი რას ნიშნავს ადამიანის სიყვარული, რას ნიშნავს სინამდვილე. რომელსაც მწერალი გადაუხრელად ემსახურებოდა  მთელი ცხოვრების  მანძილზე. როგორ ამოვიცნოთ მწერლის  განცდები, რომელსაც ებრალებოდა ადამიანი. 
  • მწერალი თავისი შემოქმედებით ცდილობდა ყოველ კაცში ადამიანი გაეღვიძებინა.

  • მოსწავლეები მიმყავს ექსკურსიაზე მწერლის სახლ- მუზეუმში. ვიღებთ დოკუმენტურ ფილმს ,,მოგზაურობა სიმონეთში“.
  • უვითარდებათ მაძიებლის უნარი,  ცდილობენ უფრო გაამრავალფეროვნონ შერჩეული თემა.
  • მოიძიონ სხვადასხვა პოეტთა და პროზაიკოსთა ნააზრევი დავით კლდიაშვილის ცხოვრებასა და მოღვაწეობასთან, კონკრეტულად ,,დარისპანის გასაჭირთან“ დაკავშირებით. 

მოსწავლეთა ასაკი: 14-15 წელი;

ვადები: 8 დღე.

მოსალოდნელი შედეგი: ელექტრონული პრეზენტაციის შექმნა დავით           კლდიაშვილის ცხოვრებისა და ,,დარისპანის გასაჭირის“ შესახებ  როლების განაწილება და დადგმა სცენაზე., საყვარელი თოჯინების  {დარისპანი,  კაროჟნა} დამზადება.
მიღებული ცოდნის წარმოდგენა, განსხვავებული კუთხის მოძებნა.

პროექტისათვის საჭირო რესურსები:  თეთრი ფურცლები, მარკერი, სახატავი ფურცლები, ტექნიკური რესურსი: კომპიუტერი. ინტერნეტი, ფოტოაპარატი...
 თოჯინებისა  და სცენის გაფორმებისათვის: ფერადი ნაჭრები, ფერადი ქაღალდები,
 სხვადასხვაგვარი თიხისა და სპილენძის ნივთები, გიტარა და  სხვადასხვა...

 სასწავლო პროექტის მსვლელობა:

აქტივობა 1. თემის   წარდგენა და შერჩევა გაკვეთილზე.  ტექსტის  წაკითხვის პროცესში გაუჩნდათ სურვილი მოენახულებინათ დავით  კლდიაშვილის სახლ -მუზეუმი და  სცენაზე დაედგათ პიესა ,,დარისპანის გასაჭირი“.

აქტივობა 2. შევარჩიეთ თემა და შესაბამისი შეკითხვები:

1.        რას გვასწავლის,, დარისპანის გასაჭირი?“
2.        როგორ გამოიხატა ,,ეპოქის საოცრება“ ,,დარისპანის გასაჭირში?“
3.        თქვენი აზრით, რატომ არის გაუფერულებული გადაუფასებელი ღირებულებები ?
4.        რის თქმა სურს მწერალს?
ვცდილობ გარკვეული  წარმოდგენა შევუქმნა ამ პიესით ბავშვებს ჩვენი  ჩვენი ქვეყნის წარსულის , აწმყოსა და მომავლის შესახებ.
საიდან მოვდივართ, და საით მივდივართ?
  რას გვასწავლის?-- რაგინდ გასაჭირშიც ჩავარდეს ადამიანი იგი სულიერად     არ უნდა დაპატარავდეს. ადამიანობა ძნელია, ადამიანი ყოველთვის ადამიანი უნდა იყოს ,,არც მეტი არც ნაკლები.“

აქტივობა 3
ჩამოვაყალიბეთ  საპროექტო ჯგუფი. თითოეულ მოსწავლეს მიზნობრივად გავუნაწილე როლები. მთელი კლასი ჩართულია და მოიძიებს მასალას დავით კლდიაშვილზე კომპიუტერების დახმარებით, წიგნებით....

აქტივობა 4. პროექტის  პრეზენტაცია

მოვახდენთ პროექტის პრეზენტაციას, მოსწავლეებმა მხატვრულად წარმოადგინეს ,,დარისპანის გასაჭირის ინსცენირება.
 საპროექტო ჯგუფის მიერ წარმოდგენილი იქნა მოძიებული მასალა.


აქტივობა 5. შევადგინეთ პროექტის შემაჯამებელი შეფასების გეგმა.


 1.
მიზანი, თეზისი, კვლევის შედეგად გამოთქმული ძირითადი იდეა.,
1ქ.
2.
 რეფერატის ორგანიზება.,
1ქ.
3.
შინაარსის კორექტულობა,  ფაქტობრივი საიმედოობა
2ქ.
4,
ენობრივი გამართულობა
1ქ.
5.
კვლევა
2ქ.
6.
ილუსტრაციები, თვალსაჩინოებები.,
1ქ.
7
შეთავაზებული მოსაზრებების არგუმენტებითა და მაგალითებით   გამყარება.,
1ქ.
8.
დასკვნები
1ქ.
9.
ჯამი
10.ქ.

 პროექტის ხელმძღვანელი: ნანი ბოლქვაძე.

ხელმძღვანელის ელ-ფოსტა: nanibolkvadze52@gmail.com

No comments:

Post a Comment